2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ძალაში. ცვლილებები შეეხო საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დღგ-ით დაბეგვრის საკითხსაც.
როგორ იბეგრება დროებითი შემოტანა დღევანდელი რედაქციით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე არსებული რედაქციის 160-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის დროებითი შემოტანა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია. ამასთან, ასეთი ოპერაციის დაბეგრვის პრინციპი განისაზღვრება კოდექსის 169 მუხლით. კერძოდ, საქონლის დროებით შემოტანისას დასარიცხი დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 0,54%-ის ოდენობით დროებითი შემოტანის ყოველ სრულ და არასრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 18%-ისა.
საქონლის დროებითი შემოტანის მაგალითია, როცა ქართული კომპანია აქტივს (მაგალითად, სამშენებლო ტექნიკას) იჯარით იღებს არარეზიდენტი პირისგან და საქართველოს ტერიტორიაზე შემოყავს დროებით სარგებლობისთვის. იჯარით აღებული აქტივი არ ექცევა იმპორტის რეჟიმში, რადგან საკუთრების უფლება არ გადადის მოიჯარე ქართულ საწარმოზე. ამ შემოთხვევაში გამოიყენება საქონლის დროებითი შემოტანის რეჟიმი, მანამ სანამ იჯარის ხელშეკრულება არ შეწყდება და აქტივი უკან, მეიჯარესთან არ დაბრუნდება, ან სანამ ქართული კომპანია არ გადაწყვეტს აღნიშნული აქტივის შეძენას და გაინპორტებას.
რა შეიცვლება
დღგ-ის კარის ახალ რედაქციაში დროებითი შემოატანა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციათა ჩამონათვალში აღარ გვხვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოპერაცია 2021 წლიდან დღგ-ით აღარ დაიბეგრება.
შეფასება
როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლიდან დროებითი შემოტანა დღგ-ით აღარ დაიბეგრება. მოცემული ცვლილება ცალსახად დადებითია რადგან ბიზნესს შეუმცირებს ადმინისტრირების ტვირთს და ხშრის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებებსაც.
ავტორის შესახებ: გელა ბარშოვი არის სადაგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. გელა სპეციალიზებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა