31.იანვარი .2020 18:55

eBay-ზე კობი ბრაიანტთან ასოცირებული სუვენიერები $3 მილიონად იყიდება

views 236
უკან

ცნობილი კალათბურთელის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, ერთ დღეში კობი ბრაიანტთან ასოცირებულ სუვენიერებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კობი ბრაიანტის პროდუქტი Nike-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ერთ დღეში სრულად გაიყიდა.

ფანებმა, რომლებმაც სასურველი პროდუქციის შეძენა ვებ-გვერდიდან ვერ მოასწრეს, გადაწყვიტეს ესარგებლათ ცნობილი ინტერნეტ აუქციონი eBay-ის მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ აუქციონმა ისინი იმედგაცრუებული დატოვა.

ფასებმა კალათბურთის ბურთებზე, მაისურებსა და ფეხსაცმელებზე, რომელზეც ცნობილი კალათბურთელის ხელმოწერაა, 2.88 მილიონიდან - 3 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა. როგორც ერთ-ერთი ნივთის მფლობელი აცხადებს, 10 წლის შემდეგ აღნიშნული პროდუქტი შეიძლება 10 მილიონიც კი ღირდეს.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს ფასები გაზვიადებულია, რადგან მაიკლ ჯექსონის ცნობილი მბზინავი ხელთათმანი 420, 000 აშშ დოლარად გაიყიდა 2009 წლის ნოემბერში, მერლინ მონროს კაბა - 4.8 მილიონ აშშ დოლარად 2016 წელს, ხოლო პრინცესა დაიანას მოსასხამი გასულ წელს 347,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა