ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) წევრი ქვეყნებისთვის ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. EBRD-ის შეფასებით, ბანკის წევრი განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 3.9% იქნება. როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ეკონომიკური პროგნოზი გაუარესებულია, ვიდრე ეს თავდაპირველ ანგარიშში იყო ასახული. კერძოდ, წინა პროგნოზით, EBRD ევროპის განვითარებადი ქვეყნებისთვის 2020 წელს 3.5%-იან რეცესიას პროგნოზირებდა.
ამასთან, შესუსტებულია 2021 წლის აღდგენის პროგნოზიც, თავდაპირველად EBRD გამოთქვამდა ვარაუდს, რომ 2021 წელს განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში ეკონომიკის საშუალო ზრდა 4.8% იქნებოდა, თუმცა ახალი პროგნოზით, ზრდა 3.6%-მდე არის შემცირებული.
EBRD-ის განცხადებით, განსაკუთრებული ეკონომიკური ვარდნა იქნება იმ ქვეყნებში, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებული არიან ტურიზმზე, მაგალითად, ალბანეთი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და მონტენეგრო.
EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკა 2020 წელს 4.4%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 3.5%-ით გაიზრდება.
ხოლო 2020 წელს დასავლეთ ბალკანეთის, ალბანეთის და მონტენეგროს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდება და მომავალი წლიდან აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკა 3.4%-ით გაიზრდება.
EBRD-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 4.5%-ით შემცირდება, ხოლო მომავალი წლიდან 3%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას და კავკასიას, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, საქართველოს, მათი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდება 2020 წელს და 2.5%-ით გაიზრდება 2021 წლიდან.
ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდება, განსაკუთრებულ დარტყმას მიიღებს ყირგიზეთი და მონღოლეთი, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა 2021 წლიდან 3.2%-ით გაიზრდება.
თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება 2020 წელს, ხოლო ქვეყნის მშპ 5%-ით გაიზრდება 2021 წელს.
სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა 1.3%-ით შემცირდება მიმდინარე წელს და მომავალი წლიდან 4.4%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება ეგვიპტეს, EBRD აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს რეცესიას გადაურჩა და მისი ეკონომიკა 2021 წლიდან 2%-ით გაიზრდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას