მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: "ნებისმიერ ქვეყანაში ინვესტორი ღია და გამჭვირვალე სასამართლოს ეყრდნობა"

5def563fea46b
ლევან თაღიაშვილი
10.12.19 20:20
1254

EBRD-ის კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაზეც საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ, სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლოა.

მისი თქმით, 2020 საარჩევნო წელია და დიდი ალბათობით, ინვესტორები დაკვირვების რეჟიმში იქნებიან და შედეგებს დაელოდებიან, მანამდე კი საქართველომ ყურადღება სასამართლო რეფორმებს უნდა მიაქციოს.

„საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს არჩევნები იმართება, შესაძლოა, ინვესტორთა გარკვეული ნაწილი მოლოდინის რეჟიმში გადავიდეს და გადაწყვეტილების მიღებას დაელოდოს. ეს ნორმალური მდგომარეობაა, რაც ყველა ქვეყანაში ხდება. ვფიქრობ, ღია და გამჭვირვალე სასამართლოს არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალია. ნებისმიერ ქვეყანაში ინვესტორი სწორედ ამას ეყრდნობა. ასევე უნდა განაგრძოთ მიმდინარე რეფორმების გატარება სასამართლოს მიმართულებით, რათა გააუმჯობესოთ ბიზნესგარემო“, - ამბობს ჰანსენი.