მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EducationUSA : „აშშ-ში სწავლის გამგრძელებელ ქართველ სტუდენტთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა“

6242e9fb44856
მარიამ ადამია
29.03.22 22:42
993

“აშშ-ში სწავლის გაგრძელების კუთხით, ბოლო ორი წელი პანდემიის გამო არასტაბილური იყო, ბევრი პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ ქართველი სტუდენტებისთვის ეს დაბრკოლება მაინც არ ყოფილა”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” EducationUSA-ის ქსელის კონსულტანტმა, დალი ხომერიკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, თუკი აშშ-ში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა 15-20%-ით შემცირდა, საქართველოდან წამსვლელი სტუდენტების მაჩვენებელმა 9%-ით იკლო.

“თუმცა კლება არ შეეხო ბაკალავრებსა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ანუ საუბარია სტაჟირებისა და გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებზე, რომლებმაც პანდემიურ პერიოდში სწავლა ან დისტანციურად გააგრძელეს, ან პროგრამაზე უარი თქვეს. პარალელურად, პანდემიამ უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეამცირა დაფინანსების მექანიზმები და იმედია, მომდევნო წლებში, ეს მდგომარეობა დასტაბილურდება და გაიზრდება შესაძლებლობები, რადგან დაფინანსების გარეშე სტუდენტებს გაუჭირდებათ აშშ-ში განათლების მიღება,” - აღნიშნა დალი ხომერიკმა.

გარდა ამისა, EducationUSA-ის ქსელის კონსულტანტმა იმ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აშშ-ში სწავლის გაგრძელება სურთ, მოუწოდა, რომ გამოცდებისთვის მზადება ერთი წლით ადრე არ დაიწყონ, რადგან ეს პერიოდი თითქმის არასდროს საკმარისი არ არის. თავად EducationUSA-ის ქსელი საქართველოში ონლაინ პლატფორმების ხელმისაწვდომობას ზრდის, რათა რაც შეიძლება მეტმა გააგრძელოს სწავლა ამერიკაში და იყვნენ კონკურენტუნარიანები.