მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: ანტივაქსერი რომ ვიყო, არც ავიცრებოდი

61013e49c4fab
ინგა მურუსიძე
28.07.21 15:35
1830
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ მას ანტივაქსერს უწოდებენ, რაც არასწორია. ტიკარაძის თქმით, მის დღევანდელ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„მინდა გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი. ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული. ალბათ არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, ის რომ ანტივაქსერი იყოს. ძალიან ვთხოვ ყველას, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტიპიარი, ყველა იმ წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ვინაიდან ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და დღეს, პანდემიის პირობებში ნამდვილად არ არის ის დრო, რომ ავყვეთ პროვოკაციებს და მოვახდინოთ მოსახლეობის დეზინფორმირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა დღეს თქვა, რომ ვაქცინაცია არის ბენეფიტი და აცრა არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები აცრის მიუხედავად, ვირუსისგან დაცულები არიან. „მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ვაკვირდებით, დღესდღეობით, სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც ძალიან წარმატებულნი იყვნენ იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექცია მაინც ვრცელდება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი ვაქცინით. თქვენ ხედავთ, რომ ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს და მთავარია, მოქალაქეები აიცრან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.