"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის და საუბრისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
საქმე იმაშია, რომ მინისტრი გამოეხმაურა ავტრიის ელჩის არად ბენკოს მიერ BMG-ისთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს მიმართ ავსტრიელი ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მსხვილმა ავსტრიულმა კომპანიებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ბაზარზე შემოსვლა ვერ შეძლეს, თუმცა დიპლომატმა არც სექტორები დააკონკრეტა და არც კომპანიები დაასახელა. ელჩმა არც ის დააკონკრეტა, რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორები.
„სწორედ დიპლომატების ფუნქცია არის, რომ თუკი რომელიმე ინვესტორს მათი ქვეყნიდან უჩნდება კითხვა, ან პრობლემა, ჩვენ მზად ვართ, მათთან ვიკონტაქტოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ესა თუ ის პრობლემა გადავწყვიტოთ, თუმცა მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა ჯერადობით გაიზარდა და კვლავ იზრდება. ამაზე საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს და ამას მოწმობს ასევე მზარდი ერთობლივი კომპანიების რიცხვი. საქართველო ნამდვილად წარმოჩინდა, როგორც უცხოური ბიზნესისთვის საუკეთესო პლატფორმა. თუ უამრავი ავსტრიული კომპანია ინტერესდება საქართველოში შემოსვლით, ეს ძალიან სასიამოვნოა და მე მზად ვარ, თუ მსგავსი მაგალითი დაფიქსირდება, განვიხილო მათთან. გამოცდილება გვაქვს დადებითი, მათ შორის ავსტიულ კომპანიებთან“, - განაცხადა თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა