საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მელ კარვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ბანკში არსებულ მიმდინარე საკითხებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას.
"ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახოს. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ვრცლად ვისაუბრეთ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ბანკის სამომავლო გეგმებზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)