მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა

649568c3a533c
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.23 13:33
1997
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს. სებ-ის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭოს 7 წევრიდან 5-მა მას მხარი დაუჭირა. ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს დაიკავებს იქამდე, სანამ ეროვნული ბანკის საბჭო ახალ პრეზიდენტს არ აირჩევს.

ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს წევრი 2022 წლის ივნისში გახდა და ის პოსტს 7 წლის განმავლობაში დაიკავებს. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლამდე იკავებდა. მას ქონებრივი დეკლარაციები 2018 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აქვს შევსებული, მათ შორის უკანასკნელი დეკლარაცია აპრილში წარადგინა.

დეკლარაციის თანახმად, თურნავა მის მეუღლესთან, დავით ვეშაპიძესთან ერთად ფლობს არაერთ ბინას და მიწის ნაკვეთს, მათ შორის უკანასკნელი, 2020 წელს 75,000 დოლარად შეიძინეს. საუბარია თბილისში 207 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობას მოიცავს. 2020 წელსვე ნათია თურნავამ ჩუქების გზით მიიღო 33 კვადრატული მეტრის ბინა ბათუმში. ამას გარდა, დეკლარაციის მიხედვით ნათია თურნავა ფლობს 1,615 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში, თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე 130 კვადრატული მეტრის ბინას, ზემო ვაკის შესახვევში 380 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მშენებარე სახლს.

ნათია თურნავას მითითებული აქვს დეპოზიტები 179 ათასი და 131 ათასი დოლარის ოდენობით. მის მეუღლეს კი მითითებული აქვს 42 ათასი დოლარის და 23 ათასი ევროს დეპოზიტები.

რაც შეეხება მიღებულ შემოსავლებს, 2022 წელს ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს წევრობით 36,728 ლარის ანაზღაურება (6 თვე), ხოლო ეკონომიკის მინისტრობის ერთ თვეში კი 7185 ლარის ანაზღაურება მიიღო. რაც შეეხება მის მეუღლეს - დავით ვეშაპიძე კომპანია რუსთავის აზოტის დირექტორის მრჩევლის პოსტზე მუშაობდა და 2022 წელს 167,152 ლარის ანაზღაურება მიიღო.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებსა და ხარჯებს, 2022 წელს ნათია თურნავამ უძრავი ქონების ნასყიდობით 325,000 დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლები 6,250 დოლარს, ასევე 66,133 ლარს შეადგენდა. ასევე საკუთრების მინდობილობის ხელშეკრულებიდან თურნავამ 30,000 დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო სხვადასხვა კრედიტის მომსახურების ღირებულება მისთვის 46 ათას ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები