მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაუგებრობა აღმოიფხვრას - თურნავა IMF-ზე

6494602fa94f7
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.23 18:54
453
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს. სებ-ის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კითხვაზე არსებობს თუ არა სავალუტო ფონდის მისიის შეჩერების რისკები, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა IMF-თან გაუგებრობები აღმოიფხვრას და ფონდთან ეფექტიანი თანამშრომლობა გაგრძელდეს.

“სავალუტო ფონდი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი. მე როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრს, მაქვს IMF-თან თანამშრომლობის საკმაო გამოცდილება, ძალიან კარგად ვიცი და ვაფასებ იმ სიკეთეს, რაც მოაქვს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. არამხოლოდ მათი უშუალო ჩართულობის და სხვადასხვა რეფორმის თუ პროგრამის განხორციელებაში, არამედ თუნდაც იმიჯურად, ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს მნიშვნელოვანია სარეიტინგო კომპანიებისთვის. აქედან გამომდინარე მენეჯმენტის მთელი გუნდი გავაკეთებთ ყველაფერს, რათა IMF-თან თანამშრომლობა გავაგრძელოთ.

კანონის მიღების მოტივაცია იყო ძალიან კარგად ახსნილი, ვფიქრობ, ეს საკითხი ინსტიტუციურ პრობლემას პასუხობს და შემოვიდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

სსფ-სთან ვაპირებთ თანამშრომლობას. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრას და გავაგრძელოთ კვალავ ეფექტიანი თანამშრომლობა როგორც იყო,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს პარლამენტმა მხარი 13 ივნისს დაუჭირა. ის ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერის მეშვეობით შევიდა.

შეგახსენებთ: სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე, თავად ეროვნული ბანკი, რომელიც არ გამორიცხავდა, რომ "ოცნების" მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ქვეყანაში IMF-ის მიმდინარე პროგრამა შეაფერხოს. აღსანიშნია, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, პროგრამის შეჩერების რისკების რეალურობაზე კომენტარი თავად IMF-ს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები