მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი დღეს რესტორატორებს შეხვდება

602bdf880614b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 09:20
683
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს 17:00 საათზე რესტორატორებს შეხვდება. ამის შესახებ BM.GE-ის რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგება და განსახილველ საკითხებს შორის იქნება რეგულაციები, რომელთა დაცვა რესტორნებს მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თემაზე რესტორატორები ორშაბათს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, ბიზნესომბუდსმენსა და შრომის ინსპექციის უფროსს შეხვდნენ.

როგორც შოთა ბურჯანაძე BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, 15 თებერვალს გამართული შეხვედრა სამუშაო იყო, ხოლო დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იქნება ორიენტურებული.

„ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნება რესტორნებისთვის განკუთვნილი რეგულაციები და ასევე, დარგის ეტაპობრივი გახსხნის გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რესტორნებმა შიდა სივრცეების ამოქმედებაც შეძლონ, რადგან დღეისთვის მიღებული გარე სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება, მინიმალურია. მნიშვნელოვანია, ასევე, კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევის და შაბათ-კვირას ამოქმედების საკითხიც“, - უთხრა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა BM.GE-ს და დასძინა, რომ დღეს შეჯერებული პოზიციები საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება.