მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სესხების სუბსიდირება 3000-მდე მცირე სასტუმრომ ითხოვა

5eabff34d0692
ინგა მურუსიძე
01.05.20 14:58
1045
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, არსებული სესხების სუბსიდირება 3000-მდე სასტუმრომ ითხოვა. 

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მცირე სასტუმროებისთვის ცალკე პაკეტი მოქმედებს და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ უკვე 3000-მდე მცირე სასტუმრო არის დარეგისტრირებული და მიმართავს არ დახმარებას. ეს არის 50-ნომრამდე სასტუმროებისთვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფაგლებში“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსგავსად, წელსც მიმდინარეობს საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა, გაიზარდა არეალი სასტუმროების რიცხვს მცირე საოჯახო სასტუმროები დაემატა.