მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე თანამდებობას ტოვებს

5de14c33d243e
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.19 20:48
4528
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია bm.ge-ს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ალავიძის პირადი გადაწყვეტილებაა. დღეს ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ ალავიძის ბოლო სამუშაო დღეა. ალავიძე სავარაუდოდ კერძო სექტორში გააგრძელებს მოღვაწეობას.

ვინ ჩაანაცვლებს მას მინისტრის მოადგილის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობას ის 2019 წლის 10 მაისიდან იკავებდა.