მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის რომელ სექტორებშია ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა?

5ed0c091530f6
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.20 12:14
1672
2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა - ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთი თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის მაქსიმალური მაჩვენებელია. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში კი საქართველოს ეკონომიკური ვარდნის საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ს შეადგენს. 

აღნიშნულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მისი თქმით, ეკონომიკის სექტორი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ვარდნაში იყო მშენებლობა. მას მოსდევენ ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორები. 

"დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კლების მიმართულებით, ეს გახლავთ მშენებლობა, შემდეგ მოდის ვაჭრობა, შემდეგ კი დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. აპრილში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო შეზღუდვების ქვეშ და ან არ ფუნქციონირებდა, ან არასრულად ფუნქციონირებდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორებში. საქონლის ექსპორტი შემცირდა 28%-ით და $223 მილიონი დოლარი შეადგინა, 39%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 ახალი საწარმო, რაც 93%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 87%-ით შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც,"- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა გოგიტა თოდრაძემ. მისი განცხადებით, ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ბრიფინგი ეკონომიკური ვარდნის ახალ მაჩვენებლებთან დაკავშირებით:



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები