მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც FDI ჩაიდო

640adfeb1b80f
BM.GE
10.03.23 11:57
967
საქსტატმა 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს FDI-იმ $2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია.

კონკრეტული სფეროების მიხედვით, ინვესტიციებში პირველ ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არის ის, რომ ქვეყნის ყველა ძირითადი კომერციული ბანკი უცხოური აქციონერების საკუთრებას წარმოადგენს, ქვეყნის ორი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. მეორე ადგილს სექტორებს შორის უძრავი ქონება, მესამეს კი წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა წარმოადგენს.

● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 526.4 მილიონი დოლარი;
● უძრავი ქონება - 406.9 მილიონი დოლარი;
● წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 197.0 მილიონი დოლარი;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 173.1 მილიონი დოლარი;
● ენერგეტიკა - 149.1 მილიონი დოლარი;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 141.0 მილიონი დოლარი;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 130.4 მილიონი დოლარი;
● მშენებლობა - 91.1 მილიონი დოლარი;
● ტრანსპორტი - 81.7 მილიონი დოლარი;
● ვაჭრობა - 40.8 მილიონი დოლარი;
● სასტუმროები და რესტორნები - 31.5 მილიონი დოლარი;
● განათლება - 10.5 მილიონი დოლარი;
● ადმინისტრაციული საქმიანობები - 9.8 მილიონი დოლარი;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 7.7 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობა - 6.0 მილიონი დოლარი;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 2.0 მილიონი დოლარი;
● პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - მინუს 0.9 მილიონი დოლარი.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 428 მილიონ დოლარს შეადგინა. მეორე ადგილს ესპანეთი, მესამეს კი აშშ იკავებს.

ქვეყნების მიხედვით, FDI ასე ნაწილდება:

1. გაერთიანებული სამეფო - 428 მილიონი დოლარი;
2. ესპანეთი - 367 მილიონი დოლარი;
3. აშშ - 164 მილიონი დოლარი;
4. ნიდერლანდები - 146 მილიონი დოლარი;
5. ირლანდია - 121 მილიონი დოლარი;
6. ჩინეთი - 109 მილიონი დოლარი;
7. თურქეთი - 106 მილიონი დოლარი;
8. ჩეხეთი - 86 მილიონი დოლარი;
9. რუსეთი - 71 მილიონი დოლარი;
10. იაპონია- 68 მილიონი დოლარი.

თავად ინვესტიციების შემადგენლობაში წამყვანი ადგილი არსებული ბიზნესების რეინვესტიციებს უჭირავს, რაც 1.28 მილიარდ დოლარს შეადგენს. უშუალოდ სააქციო კაპიტალში ჩადებული ინვესტიციების ზომა 686 მილიონი დოლარი იყო.