მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სექტორები, სადაც ხელფასები შემცირდა

5fda191e3c641
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 18:48
1126
საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი კრიზისის შედეგად, არაერთ სფეროში გფაცემული საშუალო ხელფასების მოცულობა შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ხელფასების კლება ყველაზე მეტად შესამჩნევია იმ დარგებში, რომლებიც COVID-19-ის კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მათ შორისაა ტურიზმის, გართობისა და მშენებლობის დარგები. 

საქართველოს ეკონომიკის სფეროები, რომლებშიც წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი შემცირდა:

  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 888.4 ლარი, კლება წინა წელთან -302.7 ლარი; 
  • მშენებლობა - 1875.8 ლარი, კლება წინა წელთან -132.6 ლარი; 
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1465.8 ლარი, კლება წინა წელთან -122.1 ლარი; 
  • ტურიზმი (სასტუმროები & რესტორნები) - 874.9 ლარი, კლება წინა წელთან -117.4 ლარი; 
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 1455.5 ლარი, კლება წინა წელთან -71.2 ლარი; 
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1909.7 ლარი, კლება წინა წელთან -26.5 ლარი; 
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1093.4 ლარი, კლება წინა წელთან -19.2 ლარი; 
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1178.6 ლარი, კლება წინა წელთან -12.6 ლარი; 
არაერთ სექტორში ხელფასების მატების ტენდენციაა, ეს დარგებია:
  • კომუნიკაციების სფერო - 2150.6 ლარი, ზრდა წინა წელთან 191.9 ლარი; 
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2023.6 ლარი, ზრდა წინა წელთან 125 ლარი; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1604.4 ლარი, ზრდა წინა წელთან 123.5 ლარი; 
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 1475.7 ლარი, ზრდა წინა წელთან 90.6 ლარი; 
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა  - 1170.2 ლარი, ზრდა წინა წელთან 62.1 ლარი; 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 1149.5 ლარი, ზრდა წინა წელთან 60.6 ლარი; 
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 845.9 ლარი, ზრდა წინა წელთან 135 ლარი; 
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 795.1 ლარი, ზრდა წინა წელთან 9.4 ლარი; 
  • განათლება - 743 ლარი, ზრდა წინა წელთან 102.3 ლარი.

შენიშვნა: აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი, შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ათასობით ადამიანის საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.