მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება, მიგრანტების და სავალუტო ნაკადების მილევა - IMF-ის პროგნოზი

63ef9808dd8a7
BM.GE
17.02.23 18:59
754
2022 წლის 13-17 თებერვალს თბილისში IMF-ის მისია იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც IMF-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა. რომელშიც უკიდურესად კრიტიკულად არის შეფასებული სებ-ის შესახებ ახალი კანონი, რომელიც IMF-ის აზრით საფრთხეს უქმნის სებ-ის მმართველობის სტრუქტურას. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც IMF წერს არის წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და ფულადი გზავნილების მოცულობის მოსალოდნელი კლება. 

„საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მაღალი, 10 პროცენტიანი, ტემპით გაიზარდა, უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის შეზღუდული ეფექტის, ტურიზმის სწრაფი აღდგენის, ომთან დაკავშირებული მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინების დატრანზიტული ვაჭრობის ზრდის გათვალისწინებით. ამ გარემოებათა ერთობლიობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება.

ინფლაციის საერთო მაჩვენებელი 2022 წლის მეორე ნახევარიდან შენელდა, რასაც სასაქონლო ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და კრედიტის ზრდის ტემპის შენელებამ შეუწყო ხელი. ეს თავისმხრივ უკავშირდება წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის ზრდას, მაკროპრუდენციული ღონისძიებებს და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას. მაშინროდესაც ინფლაცია სების მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ძირითადი (ქორ) ინფლაცია და ინფლაციის მოლოდინები იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და საცხოვრებლის ქირის ზრდის გამო გაიზარდა, რაც, დიდწილად, მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია.

2023 წელს ზრდის ტემპის შემცირების მოლოდინების გათვალისწინებით, ეკონომიკურ ზრდას ველით 4 პროცენტთან ახლოს, მიგრანტების და სავალუტო ნაკადების მილევის, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელების და მართებულად შემზღუდევლი ფისკალური პოლიტიკიდან გათვალისწინებით.

ძლიერმა შემოსავლებმა 2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი. 2023 წელს, ფისკალური წესის შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8 პროცენტამდე შემცირდება. შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის დახვეწაზე მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ასევე შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ქმნის სივრცეს პრიორიტეტული ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის. გასულ წელს შემუშავებული სახელმწიფო საწარმოების მმართველობისრეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიების წარმატებით განხორციელება შესაბამის სექტორებში პროდუქტიულობას გაზრდის და ფისკალურ რისკებს შეზღუდავს.

ინფლაციის შემცირების ნელი პროცესის გაგრძელება წელს და ეროვნული ბანკის სამიზნე, 3 პროცენტიანი, მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის შუა პერიოდში, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და სებ-ის დამოუკიდებლობის საჭიროებს. ამ კონტექსტში, მისია მიესალმება ეროვნული ბანკის ერთგულებას მოქნილი გაცვლითი კურსის, სარეზერვო ბუფერების დაგროვების და ძლიერი და მედეგი ფინანსური სექტორის მიმართ. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დინამიკის გულდასმით შეფასება უნდა გააგრძელოს და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდისთვის იყოს მზად, თუ ინფლაციის გაძლიერების ნიშნები გახანგრძლივდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს,”- ნათქვამია IMF-ის მისიის განცხადებაში.