მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკური ზრდა 2020 წლის აპრილის მშპ-ს ზრდის მაჩვენებლებსაც აღემატება, რაც გასაგებია“

60b4b96eb7d8a
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.21 14:04
714
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს გამოქვეყნებულ საქსტატის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აპრილში ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა.

„აპრილში თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ნამდვილად უპრეცენდენტო და ძალიან პოზიტიურია. იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 8%-ზე მეტი გამოვიდა, რაც სასიხარულო ინფორმაციაა.

ეს მაჩვენებელი აღემატება გასული წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის კლების მაჩვენებელს, რაც გასაგებია“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს წარადგენდა და აღნიშნა, რომ წელს ეკონომიკა განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე წინა პროგნოზებში იყო ნავარაუდევი.

„დღეს ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს წარადგენს. განახლებული მაჩვენებლები გაცილებით პოზიტიურია, კერძოდ ექსპორტი აპრილში 70%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები გაიზარდა - 144%-ით და ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა ძალიან დამაჯერებელია. ჩვენ ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას და ხვალიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება, რაც ეკონომიკის აღდგენის სტიმული იქნება. დღეს წარმოდგენილი ახალი ფისკალური გეგმები ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის 7.1%-მდე შემცირებასაც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, პოლიტიკური სტაბილურობის როლიც“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.