მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის 7.7%-იან პროგნოზში ყველა გამოწვევაა ასახული - ლაშა ხუციშვილი

60f5916345b1f
ინგა მურუსიძე
19.07.21 20:40
428
ეკონომიკური ზრდის 7.7%-იან პროგნოზში, ასახულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აქვს ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროგნოზი 3.5%-დან სწორედ 7.7%-მდე გაზარდა სავალუტო ფონდმაც.

„გიდასტურებთ, რომ 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც ნავარაუდევია მიმდინარე წელს, აქ არის ასახული ყველა ის გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აქვს ყველა მიმართულებით. სულ ახლახან თქვენ ნახეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომ საქართველოსი ეკონომიკური ზრდა იქნება 7,7%. წინა შეფასება კი იყო 3.5%.

ანალოგიურად, რამდენიმე კვირის უკან ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებები, სადაც ანალოგიურად, 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი. ყველა ის გამოწვევა, რაც ქვეყანას აქვს, ასახულია ეკონომიკური ზრდის პროგნოზებში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.