მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ-კომერციისთვის კომპანიები ლოგისტიკური კუთხით მზად არ აღმოჩნდნენ - FedEx

617bb922aa7be
ლიკა გურაბანიძე
31.10.21 20:55
612

“როდესაც სხვა ბიზნესს უჭირს, გადაზიდვების ბიზნესიც პრობლემებს განიცდის” - ამის შესახებ საქართველოში FedEx-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადამზიდავ კომპანიებს პანდემიის დროს ბევრ პრობლემასთან უხდებათ გამკლავება.

“როდესაც კრიზისი იწყება და ბაზარზე რყევებია, ბიზნესი თავს ცუდად გრძნობს, მას განსაკუთრებულ პირობებთან ადაპტირება უწევს. თითქოს შეიქმნა იმიჯი, რომ გადამზიდავი კომპანიებისთვის კოვიდ რეგულაციების შემოღება მარტივი და სარგებლის მომტანი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. საერთაშორისო გადაზიდვები ვალუტის კურსზე მიბმულია და მისმა ცვლილებამ ამ სეგმენტზე დიდი გავლენა მოახდინა. ასევე გადაზიდვები სხვა ბიზნესთან ძალიან მყარადაა მიბმული” - განმარტა ნინო მენთეშაშვილმა.

მენთეშაშვილის თქმითვე, პანდემიის დასაწყისში ელ-კომერციაზე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა მიწოდებისთვის ქართული ბაზარი მოუმზადებელი აღმოჩნდა.

“კომპანიები ლოგისტიკური კუთხით მზად არ აღმოჩნდნენ, ასევე გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირდათ” - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

საქსტატის საფოსტო და საამანათო სფეროს 2020 წლის საქმიანობის მიმოხილვის თანახმად, გასულ წელს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების შემოსავალი 95.9 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წლის შედეგს 5.7 მილიონი ლარით აღემატება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ  კომპანიების შემოსავლის 75%-ს საერთაშორისო საფოსტო საკურიერო მომსახურება შეადგენს, დანარჩენი კი ადგილობრივი გზავნილების მომსახურებაზე მოდის.