მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ ეტაპზე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მაინინგია.
მისი განმარტებით, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების გამო გადამცემი ხაზები ზიანდება, რაც ადგილზე ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვებს იწვევს.
“ელექტროენერგია სამწუხაროდ ისევ პრობლემაა. ამ დროს დიდი ყინვებია, ამიტომ მოხმარებაც დიდია. ამას ალბათ ემატება მაინინგიც. ელექტროენერგიის მოხმარების პიკს ვაღწევთ. ამის გამო ელექტროენერგიის გათიშვებიც საკმაოდ ხშირია.
სამწუხაროდ, მაინერებს კანონი არ არეგულირებს და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში. გამოსავალი არის ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, უნდა გამოირთოს ის, რაც არ არის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ამას მეც ვთხოვ მოსახლეობას,”- ამბობს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელქტროენერგიის მოხმარების ზრდამ მესტიაში 2021-2022 წლებში, 20.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა. კერძოდ, 2021 წლის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში 101,5 მლნ კვტ.სთ-ს უტოლდებოდა, ხოლო 2022 წელს მოხმარებამ 121,7 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი