მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად 2023 წელს ₾20 მლნ დაიხარჯება

63849ce792a15
BM.GE
28.11.22 15:39
1061
მომავალ წელს ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად 20 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2023 წლის ბიუჯეტში აღნიშნული უკვე გათვალისწინებულია.

„20 მილიონ ლარს გავითვალისწინებთ ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივ შესყიდვაზე“, - ამბობს მინისტრი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ელექტრონული არჩევნების ჩატარება 2024 წლიდან იგეგმება.