"ხელისუფლებას ვურჩევდი, ამომრჩევლებს კანდიდატის სტატუსი მოუტანოს, რადგან ეს ის არის, რასაც ამომრჩეველი ელოდება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დარჩეს იმ გზაზე რისთვისაც მანდატი მიიღო და ეს ევროპული გზაა.
"ხელისუფლებას ცხადია ადარდებს 2024 წლის არჩევნები და მათ ვურჩევდი - ადვილი გამოსავალია ამისთვის, ამომრჩევლებს კანდიდატის სტატუსი მოუტანონ, რადგან ეს ის არის რასაც ამომრჩეველი ელოდება.
მგონია, რომ ჩვენთან ცოტა არა აქვთ იმის განცდა, რომ შენ შეგიძლია არჩევნები მოიგო პოზიტივით და არა ნეგატიურით. მიღწევებით მოიგო შენი ამომრჩევლის გული და შეინარჩუნო ამომრჩევლის ერთგულება და არა დაპირისპირებით, შევიწროებით.
მე იმისთვის ვარ რომ ჩემი ყველანაირი ძალით, რაც ძირითადად არის სიტყვა მაგრამ დღეს ამ სიტყვას აქვს სხვა ზურგი- ეს არის ხალხის ხმა. ჩვენი მთავარი მოვალეობაა არ მივცეთ გასაქანი და ხელისუფლება უნდა დარჩეს იმ გზაზე, რაც მისი ადრინდელი არჩეული გზაა და რისთვისაც მანდატი მიიღო - ეს არის ელემენტარული დემოკრატიული პრინციპები, რომელიც არ უნდა გავიშვათ და მე ვიქნები ერთგვარი დარაჯი ამ გზაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.