მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ელექტრონული კომერციის ბაზარზე მოთხოვნა 10-20%-ით შემცირდა”

61a2415828ea5
ლიკა გურაბანიძე
27.11.21 20:46
700

“ელექტრონული კომერციის ბაზარზე მოთხოვნა 10-20%-ით  შემცირდა” - ამის შესახებ bm.ge-ს “ელექტრონული კომერციის ასოციაციაში” განუცხადეს. ასოციაციის “იქომერსის ხმა” პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამის განმაპირობებელი მიზეზი რამდენიმეა და მათ შორის შემცირებული მსყიდველუნარიანობა და შეზღუდვების გარეშე ცხოვრება. მისივე თქმით, ელექტრონულ კომერციაში კლების ტენდენცია ახალი წლის პერიოდში ზრდისკენ შეიცვლება, რადგან ფასდაკლებების პერიოდი დაიწყება, რაც კომპანიებს ონლაინ მომხმარებლების რაოდენობას გაუზრდის. 


“მესამე კვარტალშიც ელექტრონული კომერცია შემცირებული იყო. დღეს ქვეყანაში ლოქდაუნი აღარაა. შესაბამისად, მოთხოვნა მაგალითად, პირველ კვარტალთან შედარებით კვლავ შემცირებულია. ძირითადი მოთხოვნა მაინც ფიზიკურ შესყიდვებზეა. მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში. მეოთხე კვარტალში ჩვენი პროგნოზით მესამე კვარტალთან შედარებით მზარდი მოთხოვნა წამოვა” - განმარტა გოგოლაშვილმა.