მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელიზაბეტ ll პირველი დედოფალია, რომელიც ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობს

5dc3bfc0e48a8
მიხეილ ხაჩიძე
07.11.19 14:00
1805
დიდი ბრიტანეთის დედოფალი პირველი სამეფო პირია, რომელმაც ნატურალური ბეწვის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარი განაცხადა. The Telegraph ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ელისაბედ მეორის ტანსაცმლის ნაწილი უკვე გადაკეთებულია.

როგორც დედოფალის პირადი მრჩეველი ჩაცმის საკითხებში ანჯელა კელი წერს, მონარქი ხელოვნური ბეწვის კოსტიუმებს ჩაიცვამს. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ გამონაკლისი შეეხება ტრადიციულ ცერემონიალურ სამოსს, როგორიც არის მანტია-რომელიც დედოფალს ბრიტანეთის პარლამენტის გახსნის ყოველწლიურ ცერემონიაზე აცვია.

ნატურალური ბეწვის გამოყენების გამო დედოფალი ელისაბედ მეორე  ბუნებისდამცველთა კრიტიკის ცენტრში ხშირად იყო.



შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ცნობილი მოდის სახლები ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობენ. მათ რიცხვს მიმდინარე წლის მაისში Prada-ც დაემატა.

ოქტომბერში კი კალიფორნია პირველი ამერიკული შტატი გახდა, სადაც ნატურალური ბეწვისგან შექმნილი ნაკეთობებისა და ტანსაცმლის გაყიდვა აიკრძალა.