მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EMBAWOOD: "პოლიტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა პრინციპულ გავლენას ჩვენს ბიზნესზე არ ახდენს"

5e6207d3a0911
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.20 21:19
1011
პოლიტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა პრინციპულ გავლენას ჩვენს ბიზნეს საქმიანობაზე არ ახდენს, - ასე უპასუხა BM.GE-ის კითხვას აზერბაიჯანული ავეჯის კომპანია EMBAWOOD-ის მარკეტინგის დირექტორმა ემილ საედიმ, რომელიც 2020 წელს საქართველოში არჩევენების ბიზნეს საქმიანობაზე გავლენას ეხებოდა.

მისი თქმით, საქართველოში სტაბილური ეკონომიკური გარემოა შექმნილი, იმისთვის რომ უცხოურმა კომპანიებმა ბიზნესის წარმოება მშვიდად შეძლონ.

"პოლიტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა პრინციპულ გავლენას ჩვენს ბიზნეს საქმიანობაზე არ ახდენს. ჩვენ ვიცით, რომ თუ არჩენების შემდეგ რაიმე შეიცვლება ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენს საქმიანობაზე არ მოახდენს გავლენას. ჩვენი გეგმების განხორციელებაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გვეხმარება“, - განმარტა ემილ საედიმ.

EMBAWOOD-ის მარკეტინგის დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ რეგიონში ინვესტიციების ჩადების კუთხით საქართველო ყველაზე საიმედო ბაზარია.

„რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინესტიციების ჩადება საკმაოდ ეფექტური და საიმედოა. საქართველოში ფილიალის გახსნის სურვილი ძალიან ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას აქვს და ეკონომიკის განვითარება ჩვენი კომპანიებისთვის არის ძალიან დიდი იმპულსი“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს EMBAWOOD-ი საქართველოს ბაზარზე თავისი გაყიდვების გაზრდას გეგმავს.