მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკაში $4 მლრდ-ის საინვესტიციო პროექტებია გაჩერებული - დავით მირცხულავა

62a84d791f4f8
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 13:18
1277

საქართველოში დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე დავით მირცხულავას განცხადებით, ქართულ ენერგეტიკაში 4 მლრდ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებია გაჩერებული.

ამის შესახებ მან სემეკისა და სემეკთან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე BM.GE-სთან ისაუბრა.

დავით მირცხულავას თქმით, ეს პროექტები 2019 წლამდე კარგი საინვესტიციო კლიმატის პირობებში გაჩერდა.

„2013-2019 წლებში ქვეყანაში ძალაში 1 300 მეგავატის სიმძლავრე შევიდა. ქართული ენერგეტიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს ერთ-ერთი ნაყოფიერი პერიოდია, თუმცა არის ისეთი ჰიდრო მეგაპროექტები - ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა, რომელიც, ჯერჯერობით, ვერ განხორციელდა. ამ პროექტებს ქართული ენერგეტიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იგივე სხვა განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის - მზის და ქარის, რადგან ენერგოსისტემაში ამ ენერგიების ინტეგრაცია ძალიან დიდი პრობლემაა. ამისთვის მათ ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგურების არსებობა ესაჭიროებათ“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.