მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკაში მეტი ინვესტიცია გვჭირდება - დავით მირცხულავა

სემეკი

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ საქართველოში ენერგეტიკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მეტი ინვესტიცია, რათა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დაკმაყოფილდეს.

„მოხმარება გაიზრდება და ჩვენ საინვესტიციო კლიმატი გვჭირდება, რომ ინვესტიცია შემოვიდეს. დეკლარირებულია, რომ გამოცხადდება გარკვეული მხარდაჭერისთვის მექანიზმი - CFD მექანიზმზეა საუბარი, თუმცა ამ მიმართებაში ბევრია სამუშაო.

ბოლო ციფრები, რაც ვნახე ტარიფების, მიმაჩნია რომ არ არის საკმარისი ხარისხიანი გენერაციის ობიექტების მშენებლობისთვის, ეს ჰიდროს რაც ეხება, რადგან გონივრული პარამეტრების ჩადების შემთხვევაშიც მიმაჩნია, რომ 6,5 საკმარისი არ იქნება. დეველოპერს ალტერნატივა რჩება ხარისხსა და ფასს შორს და ასეთ მდგომარეობაში ჩატარება არ ღირს.

თუმცა ამ თემებზე დღესაც ვსაუბრობდით და ვფიქრობ, გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივალთ, ანუ იმ ტარიფებამდე, რომელიც მისაღები იქნება ბიზნესისთვის სახელმწიფოსთვის და სისტემის კომერციული ოპერატორისთვის, რომელიც ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას მოემსახურება“, - განაცხადა მან.

2015-2023 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 549 მგვტ-ით გაიზარდა - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, რომლის პრეზენტაციაც მთავრობისა და ბაზრის წარმომადგენლებთან ერთად ცოტა ხნის წინ გაიმართა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ტარიფებზე-PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები