მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქმე ბევრია, რესურსი - ცოტა“ - მაია მელიქიძე ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საჭიროებაზე

64a56a8f621c7
თელარა გელანტია
06.07.23 10:00
587
სემეკ-ის ყოფილი წევრი და უკვე სემეკ-ის თავმჯდომარის მრჩეველი მაია მელიქიძე ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ვინაიდან ენერგეტიკა საქართველოს სავიზიტო ბარათია, მნიშვნელოვანია, სექტორს მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს.

სემეკ-ის თავმჯდომარის მრჩეველი დადებითად აფასებს ენერგეტიკაში ეკონომიკის მინისტრის კურატორი მოადგილის რომეო მიქაუტაძის და მისი გუნდის მუშაობას, მაგრამ ფიქრობს, რომ საქმე უფრო მეტია, რესურსი კი - მწირი.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქმე ბევრია და რესურსი - ცოტა. ეკონომიკის სამინისტროში მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დეპარტამენტი მუშაობს, სადაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან. მართალია, ყველა მაღალი რანგის პროფესიონალია, მაგრამ ფიზიკურად არ ყოფნით დრო, რომ ყველაფერს გაწვდნენ. სამინისტროს არსებობა კი, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არიან გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი პირები და არა 10-15 კაციანი გუნდი, რომელსაც ევალება როგორც ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, ასევე, დარგში ინვესტიციების მოზიდვა, საკანონმდებლო მიმართულებებზე მუშაობა და ა.შ. ამ ყველაფრის კეთება იმ წირი რესურსით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროშია, ძალიან რთულია“, - თქვა მაია მელიქიძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში სემეკ-ის თავმჯდომარის მრჩეველმა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის თემაზეც ისაუბრა. „ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია. ამას თვითონვე ამბობენ. ასევე, უნდა მოვუგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის ნაწილში არსებობს. ინვესტორს არ უყვარს ამ პრობლემებთან პირისპირ დაჯდომა“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ვფიქრობ, მთავრობას მართებს საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ახლა, ქვეყნისთვის გადამწყვეტია სწორი ოპერაციის ჩატარება ენერგეტიკის მიმართულებით“, - განაცხადა დავით ნარმანიას მრჩეველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები