04.აგვისტო .2022 13:18

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება არ გადაიდება - ირინა მილორავა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება არ გადაიდება - ირინა მილორავა
views 812
უკან

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბ) დირექტორმა ირინა მილორავამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ ელექტროენერგიტული ბირჟის ამოქმედება აღარ გადავადდება. ირინა მილორავას განმარტებით, ბირჟის ამოქმედების ორჯერ გადავადებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ის შეიძლება კიდევ ერთხელ გადავადებულიყო, თუმცა ამჟამად ის ნამდვილად ამოქმედდება.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. ამჟამად რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება. შესაბამისად, სექტემბრიდან ბირჟაზე არსებული მოთამაშეებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვის და შესყიდვის ფასი თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შედეგად დადგინდება. 

ირინა მილორავას განმარტებით, ბირჟაზე ოპერირებისთვის განაცხადი 21 კომპანიისგან აქვთ მიღებული.

“ამ ორმა გადადებამ იმით დააზიანა პროცესი, რომ რატომღაც ახლაც გაჩნდა მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ არ ამოქმედდება და გადაიდება. ბირჟაზე უკვე დაიწყო ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია და უკვე 21 განაცხადი გვაქვს მიღებული, შესაბამისად პროცესი უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება გადავადების შიშებს, მე ამ შიშების მესმის, რადგანაც არ ვსაუბრობთ მარტივ რეფორმაზე. მინდა ვთქვა, რომ ამ მასშტაბის რეფორმა ენერგეტიკაში არ ყოფილა. საუბარია რთულ და კომპლექსურ ცვლილებებზე. ეს არის ის, რომ ბაზრის მონაწილეებს მნიშვნელოვნად ეცვლებათ თამაშის წესები. ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. დღევანდელ მოდელში გენერაციის ობიექტი იქცევა ისე, როგორც უნდა. როცა უნდა შეუძლია გაზარდოს გენერაცია, ან გაზარდოს მოხმარება. ახალ მოდელში ასე აღარ ხდება. არის დისციპლინა, რომ უნდა დაგეგმო და შესაბამისად ივაჭრო. თუ არ ასრულებ ამ გეგმას, უნდა აიღო პასუხისმგებლობა.

არიან ბაზრის მონაწილეები, რომლებიც პრინციპულად არ შემოდიან კომუნიკაციაში, რაზეც ვერაფერს ვერ ვიზამთ, თუმცა საუბარი არაა მნიშვნელოვან მონაწილეებზე, რომლებიც ამინდს ქმნიან.

მომხმარებლებს აქვთ არჩევანი, რომ დაბრუნდნენ საცალო ბაზარზე და ელექტროენერგია მიიღონ მიმწოდებლისგან. მე ასე არ მოვიქცეოდი, რადგანაც საბითუმო ბაზრის გადაცემა ხდება მიმწოდებლის ფასშიც და მას ემატება მიმწოდებლის მომსახურების ხარჯი. მე შევაფასებდი საბითუმო ბაზრის შესაძლებლობებს. თუ გადავწვყვიტე, რომ ჩემი ტექნოლოგიური ციკლის ან სხვა მიზეზის გამო არ მიღირს საბითუმო ბაზარზე ვივაჭრო, ეს იქნებოდა ინფორმირებული გადაწყვეტილება რომ არ მინდა საბითუმო ბაზარზე ყოფნა და მირჩევნია საცალო ბაზარზე დავბრუნდე, მაგრამ უბრალოდ უარი რომ არ მინდა ამ სისტემაში მონაწილეობა და უნდა დავბრუნდე საცალო ბაზარზე, მგონია რომ არის არასწორი გადაწყვეტილება.

რამდენადაც მე შემიძლია ვთქვა იმ პოზიციიდან რა პოზიციაზეც ახლა ვარ, არანაირი წინაპირობა, არარსებობს რომ ახალი მოდელი ამოქმედდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მოდელზე, რომელიც შედგება ბირჟისგან

გუშინ შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა სემეკში. ვიყავით ჩვენ, სახელმწიფო ელექტროსისტემა და კომპანიები და იყო საუბარი იმაზე, რომელი საკითხები იყო ღია. ჩემთვის კარგი ისაა, რომ არცერთი მსხვილი საკითხი არ არის ღია, იყო საუბარი სავაჭრო სტრატეგიებზე თბოსადგურებისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცეები გახდეს შესაცვლელი, თუმცა ეს უმჯობესია გასწორდეს მიმდინარეობის პერიოდში.

ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს ვაჭრობა და ფასები არის აბსოლუტურად ადეკვატური, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო არაადეკვატური ფასები. აღმოჩნდა, რომ რეალურად როგორც ოპერირებს გენერაციის ობიექტი, ისე აკეთებს განაცხადს, ფასიც იყო არაადეკვატური. როდესაც მოვიკვლიეთ საკითხი, რეალურ ცხოვრებაში ის ასე არ მოიქცეოდა. მაგალითად, კაშხლიანი სადგური, ის აუცილებლად შესთავაზებს სისტემას დენს იმ საათში, როდესაც ფასი არის მაღალი, ვიდრე იმ საათში, რომელიც არის დაბალფასიანი სეგმენტი, თუმცა დღეს მას ამის არანაირი სტიმული არ აქვს,”- განაცხადა ირინა მილორავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა