მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით განცხადებების დაწერა იუსტიციის სახლებშიც შესაძლებელია

6414149ecb3e0
BM.GE
17.03.23 11:14
406
ენერგოკომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადებების დაწერა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებშიც შეუძლიათ.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლისთვის სერვისების მისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების სექტორში მომსახურების მიღებაზე განაცხადების ჩაბარება, გარდა ენერგოკომპანიების მომსახურების ცენტრებისა, შესაძლებელია იუსტიციის სახლებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

"იმ მოქალაქეებს, ვისაც აბონენტის დასახელების შესაცვლელად, დავალიანების ან დარიცხული თანხის გადასამოწმებლად, აბონენტის ამონაწერის მისაღებად, სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად, მრიცხველის შესამოწმებლად, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის ან შეწყვეტის, ძაბვის ხარისხის შესამოწმებლად განცხადების დაწერა ენერგოკომპანიის ოფისებში უწევდათ, ამიერიდან შეუძლიათ უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართონ და ადგილზე შეავსებინებენ შესაბამის განაცხადის ფორმას.

მომხმარებლის მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი ან შევსებული განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში გადმოეცემა ენერგოკომპანიებს, რის შემდეგაც განმცხადებლები ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღებენ მათი განაცხადის რეგისტრაციის ნომერს და შემდგომში, ინფორმაციას რეაგირების შესახებ", - განმარტავენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლს შეუძლია მიმართოს:

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ნომერზე ☎️0322471707 ან ელექტრონულ მისამართზე: info@energo-pro.ge