მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული ინვესტიციები პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის - "ენერგო-პრო"

63c8ec472661a
გიგა ბენია
19.01.23 11:30
609
რეგიონებში, კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ელექტროენერგია ხშირად ითიშება, რაც მათ სამუშაო პროცესს აფერხებს. ელექტროენერგიის გათიშვის ინტერვალი 20 წუთიდან 1 საათამდეა. პრობლემებია მესტიაში, ბაკურიანსა და გორში. 

ელექტროენერგიის გათიშვას ადასტურებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“, თუმცა აღნიშნავენ, რომ მიზეზი გეგმიური სამუშაოებია. როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში bm.ge-თან აღნიშნავენ, ინვესტიციების არსებული ტემპით, ენერგოსისტემაში ხარვეზების აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ავთო დვალიშვილის თქმით, კომპანია მზადაა, გამოწვევების საპასუხოდ საინვესტიციო პორტფელი გაზარდოს, თუმცა აღნიშნული ელექტროენერგიის ტარიფს გაზრდის.

„იმისთვის, რომ სწრაფად მივიდეთ ევროპულ დონემდე, დაახლოებით 7-ჯერ მეტი ინვესტიციაა საჭირო. ამ შემთხვევაში, თუნდაც იმ ბიზნესს, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა თქვენთან, დაახლოებით 3-ჯერ მაღალი ტარიფი უნდა ჰქონდეს. აქვე საინტერესოა ბიზნესის წარმომადგენლების პოზიცია, ვთქვათ, სწრაფად რომ მივიდეთ ევროპულ დონემდე და 3-ჯერ მეტი ტარიფი ჰქონდეთ, თანახმა არიან თუ ჩვენი ის მიდგომაა სწორი, რომლის მიხედვით, ოქროს შუალედს ვიჭერთ, ინვესტიციების მოცულობას ვზღუდავთ, რათა ტარიფი სწრაფად არ გაიზარდოს?!“-აცხადებს ავთო დვალიშვილი.

ცნობისთვის, “ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ბოლო 5 წელიწადში ქსელის რეაბილიტაციაში 451 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო, მათ შორის, მხოლოდ შარშან 100 მლნ. ლარის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები