მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველები გვიგებენ და უცხოელებს ვერ ვუხსნით, რატომ ითიშება შუქი - ჰოტელიერი ბაკურიანიდან

63c7c6323b8d8
გიგა ბენია
18.01.23 14:16
651
Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი, ირაკლი გოგუაძე აცხადებს, რომ ბაკურიანში 20 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით, შუქი მინიმუმ 15-ჯერ ჩაქრა. როგორც ჰოტელიერი bm.ge-თან აღნიშნავს, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო უცხოელი დამსვენებლები უკმაყოფილოები არიან.

„რამდენიმე სასტუმრო მაქვს და ყველა მათგანში შუქი სხვადასხვა დროს ქრება. მაგალითად, გუშინ სასტუმრო „ეტალასში“ ელექტროენერგია ნახევარი საათით გაითიშა. არის შემთხვევები, როდესაც დენი ერთი საათით ითიშება. ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის: ითიშება გათბობა, ცივდება შენობა, გვეკარგება დრო. ამასთან, ქართველი დამსვენებლები კი გვიგებენ სიტუაციას, მაგრამ უცხოელებს ვერ ვუხსნით რატომ ითიშება შუქი. ყოფილა შემთხვევა, როცა დამსვენებელი სასტუმროდან გაიქცა“,-აცხადებს ირაკლი გოგუაძე.

Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები, გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი ჯერჯერობით არ არის.

bm.ge საკითხზე უკვე ესაუბრა კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები