მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მოწოდება პრობლემურია - ჰოტელიერი

მსოფლიო თასის ეტაპი

Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი, ირაკლი გოგუაძე აცხადებს, რომ ბაკურიანში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება პრობლემურია. როგორც ის "საქმის კურსთან" აღნიშნავს, პრობლემაა გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა.

"ელექტროენერგია ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან კურორტზე არსებულ დატვირთვას ვერ უძლებს. მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობდა და საკომუნიკაციო არხები ამ მოთხოვნას ვერ ეწეოდა. ასევეა კანალიზაციის, წყლის მოწოდების პრობლემა. არ არის მუშა ხელი და ერთ საქმეს თუ 3 ადამიანი სჭირდება, ბედნიერებაა, ერთი გყავდეს. ბიზნესი ცდილობს, პრობლემები მომხმარებლებს არ შეეხოს. რეზერვუარები გვაქვს, რომლებსაც წყლით ვავსებთ, გვაქვს გენერატორები. დამსვენებლამდე რომ მივიდეს ყველა პრობლემა, დამსვენებელი არ გვეყოლება", - აცხადებს ირაკლი გოგუაძე.

ამასთან, მისი თქმით, ბაკურიანში, ძირითადად, საქართველო მოქალაქეები ისვენებენ. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, კურორტს ძირითადად სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სტუმრობენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები