დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდება. BM.GE-ის ინფორმაციით, კერძო სექტორსა და კობახიძეს შორის დახურული შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შეხვედრას მსხვილი ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძე 20-ზე მეტ ბიზნესმენს შეხვდა და დაამშვიდა, მაგრამ BMG-ის კითხვის მიუხედავად, მათი ვინაობა არ დაასახელა. მათი ვინაობა BM.GE-ის არც „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუკონკრეტეს.