მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"20-ზე მეტი ბიზნესმენის" ვინაობას, რომელსაც ირაკლი კობახიძე შეხვდა, პრესსამსახური არ ასახელებს

კობახიძე და მინისტრები

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური არ ასახელებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მოვლენების გამო, ირაკლი კობახიძე შეხვდა.

საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, ის 20-ზე მეტ ბიზნესმენს შეხვდა და დაამშვიდა, მაგრამ BMG-ის კითხვის მიუხედავად, მათი ვინაობა არ დაასახელა.

"მათ გამოთქვეს იმედი, რომ საბოლოოდ ჩავარდებოდა მაიდანი და დასრულდებოდა რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ აერიათ ქვეყანა. ჩვენ დავამშვიდეთ ბიზნესმენები და ვუთხარით, რომ მაიდანი უკვე ჩავარდნილი იყო და რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასეთი რევოლუციის მცდელობა სამჯერ გვქონდა მანამდე, მაშინაც მოდიოდნენ ბიზნესმენები ვამშვიდებდით და შემდეგ ჩვენი სიტყვა მართლდებოდა. ჩვენი სიტყვა ჭრის და როცა ვეუბნებით ბიზნესს, რომ რაღაც ასე მოხდება, კარგად იქნება, ჩვენი სჯერათ... სამჯერ დავპირდით და სამჯერვე შევასრულეთ. ეს მეოთხე დაპირებაც აუცილებლად შესრულდება. ვფიქრობ, დამშვიდებულები წავიდნენ", - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონკფერენციაზე, BMG-ის კითხვის პასუხად.

ბიზნესმენების ვინაობა არც „ოცნების“ პრემიერის პრესსამსახურმა დააკონკრეტა.

„დახურული შეხვედრა იყო და რადგან არ გავაშუქეთ, ამიტომ ვერ დაგიკონკრეტებთ. სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ“, - უთხრეს BMG-ის ირაკლი კობახიძის პრესსამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები