მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოომბუდსმენი: აქტიურად ვმუშაობ, ენერგეტიკული მართლმსაჯულების მოდულის დანერგვაზე

5eac4a2519b92
ნუცა ბაზლიძე
01.05.20 20:20
846
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა გადაცემა #ქალებისნარატივში საუბრისას ის საკითხები გამოყო, რომელსაც სამომავლო ინტერესების სფეროდ მოიაზრებს.

მისი განმარტებით, გარდა მედიატორული საქმიანობის განვითარებისა, გათვალისწინებულია, ენერგეტიკული მართლმსაჯულების, ენერგეტიკული სამართალწარმოების მიმართულებით მუშაობა, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ამ თვალსაზრისით, კვალიფიკაციის დეფიციტი შეინიშნება.

„აქტიურად ვმუშაობ, რომ ენერგეტიკული მართლმსაჯულების მოდული დავნერგო, ეს უნდა იყოს შესწავლადი დარგი. სტუდენტები ამით სერიოზულად უნდა დაინტერესდნენ“, - აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა. 

ამასთან, გადაცემაში საუბრისას, სალომე ვარდიაშვილი კომუნალური შეღავათების საკითხსაც შეეხო.

„აქ მარტო მოწყვლადი და საშუალო რგოლის კი არა, ისეთი მომხმარებლებიც მოხვდნენ, რომლებსაც დახმარება შეიძლება არც სჭირდებათ“, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა და ყურადღება შეღავათებზე უარის თქმის ტენდენციაზეც გაამახვილა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საკითხშიც ვიქნებოდით სოლიდარულები. საზოგადოება აღმოჩნდა მზად, რომ უარი ეთქვა იმაზე, რაც არ სჭირდება“, - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა იმ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კომუნალურების სუბსიდირებაზე უარის თქმის უკვე 4000-მდე განაცხადი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.