მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

61a7a13a5163d
BM.GE
01.12.21 20:20
827
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფოტური გამართა.

ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და ეკონომიკის მინისტრის ხელშეწყობით „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ტურისტულმა ცენტრმა დაიწყეს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის განთავსება, ექსტრემალური ატრაქციების, რეგიონში ყველაზე გრძელი „ზიპ ლაინის“ მოწყობა, ასევე სარეკრეაციო-გასართობი ზონების, ღია საკონცერტო სივრცის, სანაოსნო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.

ცნობისთვის, ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია 2015 წელს განესაზღვრა.

NS