მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-სთან დავა თუ წავაგეთ, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება? - მიხეილ დაუშვილი ნათია თურნავას

61bb55282b7db
მარიამ ვარადაშვილი
16.12.21 19:07
666
პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მივიდა, რამდენიმე კითხვა დაუსვა. მათ შორის ერთ-ერთი "ნამახვანჰესის" $800-მილიონიან პროექტს შეეხებოდა.  

"ENKA-ზე ბევრი საუბარი იყო და დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. კონკრეტული კითხვა მაქვს - როგორ ფიქრობთ თქვენ რა ვერ და არ გააკეთეთ იმისთვის, რომ ის შედეგი არ დამდგარიყო, რაც დადგა. ამასთან, საარბიტრაჟო დავის შედეგად, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, დამდგარი ზიანი, რაც მოქალაქეებისთვის იქნება, რადგან თუ რამეს წავაგებთ ეს მოქალაქეების გადასახდელია, ამაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება, ვის უნდა დაეკისროს?”, - ჰკითხა მინისტრს დეპუტატმა.

ამასთან, პარტია “საქართველოსთვის” წევრი დაინტერესდა რას აკეთებს ეკონომიკის სამინისტროს იმისთვის, რომ ქვეყნაში ორნიშნა ინფლაცია არ იყოს.

ამას გარდა, მიხეილ დაუშვილმა თურნავას ჰკითხა, არის თუ არა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი.

“თუ მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა აშშ-დან ან/და ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაინტერესებს თქვენი შეფასება ბოლო თვეებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები რომ ინიშნებოდნენ, პირდაპირ გვეუბნებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რომ ჯერ რეფორმა უნდა ჩატარდეს და მერე დაინიშნონ მოსამართლეებიო... ეს პროცესი ხელს უწყობს თუ არა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას; როცა ჩვენი პარტნიორი პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ უკან ვდგამთ ნაბიჯს დემოკრატიზაციის პროცესში ეს ხელს უშლის თუ არა FDI-ის მოზიდვას”, - იკითხა მიხეილ დაუშვილმა. 

შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.