მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ბლინკენი: რუსეთისთვის ენერგოსანქციების დაწესება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

62226df05a9d1
თამთა ჯიჯავაძე
04.03.22 23:50
786
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

მას ჰკითხეს, აშშ მოიაზრებს თუ არა ენერგოსანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაზეც ბლინკებმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა. თუმცა, დაამატა რომ ამერიკის ინტერესებში არ არის გლობალური ენერგომიწოდება შეჩერდეს, მაშინ როდესაც მსოფლიოში ნავთობზე ფასი გაიზარდა.

ცნობისთვის, ევროკავშირი განიხილავს ახალ სანქციებს, რომელთა დაწესებაც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე იგეგმება.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა CNBC-ის განუცხადა, რომ “ყველაფერი მაგიდაზეა” და ეს საკითხიც განიხილება.

ამასთან, გამოცემის თანახმად, ევროკავშირში დიპლომატები დღეს სწორედ რუსეთის ენერეტიკული სექტორის სანქცირების საკითხს განიხილავენ. დღევანდელ დისკუსიებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის, შეერთებული შტატების, კანადისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.