მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EPRC-თან არსებული ჯანდაცვის პლატფორმის ჯგუფი დღეს სპეციალურ მიმართავს გაავრცელებს

5fb29e51abb31
თელარა გელანტია
17.11.20 09:30
983
დღეს, 10:30 საათზე სასტუმრო „სტამბის“ ამფითეატრში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული პროფესიონალების ჯგუფი პრეს-კონფერენციას ჩაატარებს.

როგორც bm.ge-ის EPRC-დან აცნობეს, ჯგუფი ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე სპეციალურ მიმართვას გაავრცელებს.

მიმართვის ხელმომწერები არიან დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მიმართვა მომზადებულია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში.