მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმებს Covid-პაციენტთან დაკავშირება 24-ის ნაცვლად 48 საათში შეუძლიათ - პროტოკოლი შეიცვალა

61fa5bf9993fb
ინგა მურუსიძე
02.02.22 14:20
614
კორონავირუსით ინფიცირებულთა მომსახურეობაში ცვლილებებია. როგორც bm.ge-ს PSP-დაზღევის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, კომპანიებმა ბრძანება სამინისტროსგან მიიღეს. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც დაუდასტურა.

ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების თანახმად, 112-ში კოვიდ-პაციენტის მიერ დაფიქსირების შემდეგ, ექიმს მასთან დარეკვა 24-ის ნაცვლად 48 საათში შეუძლიათ. გარდა ამისა, ცვლილებაა ექიმის მიერ პაციენტის მართვის დროშიც, კერძოდ, თუ ამ დრომდე მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ექიმებს 12 დღის განმავლობაში ევალებოდათ, ახლა ეს ვადა 8 დღემდე შემცირდა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ცვლილებების მიზეზი ჯანდაცვის სექტორის გადატვირვა და მაღალი მიმართვიანობაა.

“გამომდინარე იქიდან, რომ სისტემაში რესურსების სერიოზული დეფიციტია, ანუ სამედიცინო დაწესებულებებიც და სადაზღვევო კომპანიებიც კრიტიკულ ზღვარზე მუშაობენ, ყველა მოთხოვნაზე დროული რეაგირება ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ ოჯახის ექიმის მიერ კოვიდ-ინფიცირებულთან დაკავშირების დრო შეიცვალოს. თუ აქამდე გვქონდა ვალდებულება, რომ კოვიდ-დადასტურებულ პირს, რომელიც უკვე 112-ის პროგრამაშია რეგისტრირებული, მას ოჯახის ექიმი უნდა დაუკავშირდეს 24 საათის განმავლობაში, სწორედ ეს დრო შეიცვალა 48 საათით.

ანუ ახლა, ოჯახის ექიმი ვალდებულია, რომ პაციენტს დაუკავშირდეს 48 საათის განმავლობაში. ასევე, შეიცვალა კოვიდ-ინფიცირებულის მართვის პროტოკოლი, შეიცვალა მეთვალყურეობის ვადები და უსიმპტომო, ან მსუბუქად მიმდინარე პაციენტის მართვა ოჯახის ექიმის მიერ ხორციელდბა 8 დღის განმავლობაში. აქამდე დღეების რაოდენობა იყო 12. მძიმე შემთხვევების და ქორნიკული შემთხვევების მართვა 10 დღის განმავლობაში ხორციელდება“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, მინისტრის ბრძანება სადაზღვევო კომპანიებმა უკვე მიიღეს და ძალაშია შესული.