მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპერტების აზრით, ჰონგ-კონგში კორონავირუსის ახალი ტალღა შემსუბუქებულ აკრძალვებს უკავშირდება

5f102baa1b28e
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.20 22:25
1094
ექსპერტების აზრით, ჰონგ-კონგში კორონავირუსის ახალი ტალღა შემსუბუქებულ აკრძალვებს უკავშირდება, მაგალითად, როგორიც არის სოციალური დისტანცირების ზომების არ დაცვა და ვირუსის მუტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

„ადგილობრივ შემთხვევათა დიდ რაოდენობას არ აქვს ეპიდემიოლოგიური კავშირი სხვა შემთხვევებთან, რაც ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოხდა ამ პირების დაინფიცირება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდავის ლაბორატორიის მეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ლეო პუნმა.

მისი განცხადებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაავადება გამოწვეული იყო სოციალური დისტანციის ზომების შემსუბუქებით.

„ინფიცირების რისკები მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც ხალხი მას არ იყენებს, განსაკუთრებით რესტორნებში და არ იცავენ სოციალური დისტანცირების ნორმებს“, - განაცხადა ივან ჰუნგმა, HKU-ს ინფექციური დაავადებების სამმართველოს უფროსმა.

ექსპერტების განცხადებით, ვირუსის მუტაცია ნიშნავს, რომ მისი გავრცელების სისწრაფე იზრდება, მაგრამ ვირუსის მუტაცია არ ნიშნავს, რომ ის ადამიანებს უფრო მეტად ასნეულებს.