მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი ილონ მასკს Twitter-ის 8-დოლარიან გადასახადზე შეევაჭრება

636521b993cc5
გიორგი თოლორდავა
04.11.22 18:40
1656
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის ილონ მასკს Twitter-ის ვერიფიცირების ფუნქციის 8-დოლარიანი თვიური გადასახადის გამო შეევაჭროს.

"ვერიფიცირების საფასური ჩვენთვის შეიძლება განსხვავებული იყოს. შესაძლოა, ჩვენ მასთან [მასკთან] გარკვეული დიპლომატიური მოლაპარაკებები ვაწარმოოთ", - განაცხადა ერდოღანმა.

საქმე ისაა, რომ ილონ მასკს Twitter-ზე ვერიფიცირების ლურჯი სიმბოლოს სანაცვლოდ ყოველთვიური გადასახადის დაწესება სურს, კერძოდ, 8 დოლარის ფარგლებში.

მასკის ინიციატივას სოციალური ქსელის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ამტკიცებს, რომ Twitter-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შემოსავლების გაზრდა, ვერიფიცირების კომერციალიზაცია კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.