მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-მა სამუშაო ძალის დამატებით 10% დაითხოვა - The New York Times

63fc77173d464
გიორგი არონია
27.02.23 23:45
806
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სოციალურმა ქსელმა, ამერიკულმა Twitter-მა, თანამშრომელთა დამატებით 10%, ანუ დაახლოებით ორასი ადამიანი დაითხოვა, - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა, The New York Times-ი წერს. ეს გადაწყვეტილება კომპანიის მიერ ხარჯების შემცირებას უკავშირდება, რომელიც კომპანიის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა Twitter-ში მოსვლიდან მალევე დანერგა და ათასობით თანამშრომელი დაითხოვა.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, სამუშაო ძალის დიდი ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლების ბოლო ტალღამდე, Twitter-ის თანამშრომლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან პლატფორმა "შლაცკ"-ი, რომელსაც კომპანია შიდა კომუნიკაციებისგან იყენებდა, უბრალოდ გაითიშა. მოგვიანებით, თანამშრომლებმა საკუთარ კორპორაციულ ანგარიშებში შესვლაც ვერ მოახერხეს.

როგორც ჩანს, შემცირება მანქანური დასწავლის მიმართულებით დასაქმებულ პროდუქტის მენეჯერებს, მონაცემთა მეცნიერებსა და ინჟინრებს შეეხო, მაგრამ გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის მონეტიზაციის გუნდის წევრებიც არიან. სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის იმ კომპანიების დამფუძნებლებიც არიან, რომლებიც Twitter-მა ბოლო წლებში შეიძინა.


  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები