მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკს Twitter-ის აქციებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ

twitter

პლანეტის უმდიდრეს მეწარმეს, ილონ მასკს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 2022 წელს Twitter-ის (ამჟამინდელი X) შეძენის პროცესში აქციების ფასით მანიპულირებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მასკმა პლატფორმის აქციების 5%-იანი წილის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია განზრახ დამალა. ამ ქმედებით მან ბაზარზე ფასების ხელოვნური შენარჩუნება და სხვა ინვესტორების ხარჯზე მილიონობით დოლარის დაზოგვა მოახერხა.

სასამართლო მასალების მიხედვით, მასკმა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადა უხეშად დაარღვია და ამ პერიოდში მან დამატებითი აქციების შეძენა შედარებით დაბალ ფასად მოახერხა.

ექსპერტების შეფასებით, ინფორმაციის დროული გასაჯაროების შემთხვევაში, Twitter-ის აქციების შეფასება გაცილებით ადრე გაიზრდებოდა. შესაბამისად, დაზარალებული აქციონერები, რომლებმაც თავიანთი წილები ამ შუალედში გაყიდეს, კომპენსაციის სახით ასეულობით მილიონ დოლარს ითხოვენ.

მასკის იურიდიული გუნდი ბრალდებებს ტექნიკურ შეცდომას უწოდებს. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები მასკის მხრიდან კარგად გააზრებულ სტრატეგიაზე მიუთითებს, რაც საინვესტიციო სამყაროში ბაზრის მანიპულირების სახელით არის ცნობილი.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მასკისთვის შეიძლება მრავალმილიარდიანი ჯარიმითა და საჯარო კომპანიების მართვის უფლების დროებითი ჩამორთმევით დასრულდეს.

ცხადია, მასკის იურიდიული გუნდი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრებს და დავა კიდევ რამდენიმე წელიწადი გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები