საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უძღვებოდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით 2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამეს და არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც კომიტეტის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.
სხდომაზე კომიტეტს წარედგინა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების პროცესის შესახებ. ასევე, სერტიფიცირებისთვის მზა მასალები: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებული ბროშურები ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხზე და ევროპულ ფონდთან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (СiDA) თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ბროშურა აგრომეწარმეებისთვის - მიიღე გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ „ფინანსური განათლების პროგრამებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების მაღალი დონის პრინციპები" სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან ერთად, კომიტეტის მიერ გასულ სხდომაზე დამტკიცდა.
შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების შესრულება და ამასთან, 2018-2021 წლების განახლებული სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC), Finance in Motion-ის საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, „თიბისი ბანკის", „საქართველოს ბანკის", „ფინკა ბანკი საქართველოს", „ლიბერთი ბანკისა" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ წელს კომიტეტს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიც შეუერთდა. ამას გარდა, შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის ლაბორატორია" წარმომადგენლები, რომლებმაც კომიტეტს თემაზე "ფინანსური წიგნიერება" პროექტის პრეზენტაცია წარუდგინეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. სტრატეგიის ფარგლებში 2017 წელს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც პერიოდულად იკრიბება და ფინანსური განათლების ცალკეული პროგრამებისა და სტრატეგიის დახვეწა-დანერგვის კუთხით რეკომენდაციების შემუშავებას ახორციელებს.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა