მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკში საქმიანობა ჩემთვის ახალი და საინტერესო კარიერული გამოწვევაა - თურნავა

628ca627cfe2c
თელარა გელანტია
24.05.22 13:40
1222
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგინეს.

“ეროვნულ ბანკში საქმიანობა ჩემთვის ახალი და საინტერესო კარიერული გამოწვევაა“, - განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა bm.ge-სთან.

ნათია თურნავას აზრით, თავისი გამოცდილებით ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში დადებით წვლილს შეიტანს.

“ეროვნულ ბანკში საქმიანობა ჩემთვის ახალი და საინტერესო კარიერული გამოწვევაა. დღეს ეს ინსტიტუცია ახალი გლობალური გამოწვევების და სიახლეების წინაშე დგას.

ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა დამეხმარება, რომ დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რომელსაც აქვს სწორი და მოქნილი პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა”, - განაცხადა ნათია თურნავამ bm.ge-სთან.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ამჟამად საბჭოში 7 წევრია, შესაბამისად ორი პოზიცია ვაკანტურია.

"მე მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. ვრჩები ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით, ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის, როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გავანდობთ საზოგადოებას. მადლობა მედიას, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“,- 9 თებერვალს განაცხადა ნათია თურნავამ, როცა მინისტრის პოსტი დატოვა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის აპრილიდან 2021 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა. მანამდე 2018 წლის 14 სექტემბერიდან ის, უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტზე იყო; 2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბერამდე - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ადგილი ეკავა; 2006 – 2013 წ.წ.-ში - შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო; საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ის 2005 წ. სექტემბერიდან - 2006 წლის ნოემბერამდეც იკავებდა; 2005 წ. მაისიდან კი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო; 2000 – 2005 მაისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998 – 2000 წ.წ. - თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1997 - 2000 წ.წ. - მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად; 1994 – 1996 წ.წ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.