მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

5e4bea680cebf
BM.GE
18.02.20 17:42
907
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს. აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.

ამ ფორმით მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის. 2020 წელს, სერიიდან „საქართველოს მეფეები" პირველი მონეტა გამოვა, რომელიც მეფე ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.