მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეროვნული ვალუტის დევალვაციას, მედიკამენტების ფასებზე რეაგირება ჯერ არ ჰქონია”

5fa58f46aadef
ანუკა ჯოხაძე
06.11.20 23:40
1013
“დოლარისა და ევროს მიმართ ეროვნული ვალუტის დევალვაციას, ჯერ მედიკამენტების ფასებზე რეაგირება არ ჰქონია”- ამის შესახებ BM.GE-ის "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, კომპანიებმა არსებულ გარემოსთან ადაპტაცია მოახერხეს, მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დღითიდღე უფასურდება, ფასებიც ბაზარზე ბოლო პერიოდში არ გაზრდილა.

“ბუნებრივია დევალვაცია მოქმედებს მედიკამენტების ფასებზე. ყოველთვის უფრო უპრიანია შევადაროთ დევალვაციის დონე მედიკამენტების ფასების ცვლილების დონეს. მედიკამენტების ფასების ცვლილებაში ძალიან დიდი დამსახურებაა დისტრიბუტორების, რომლებიც ცდილობენ, რომ არ გაზარდონ ფასები დევალვაციის შესაბამისად. ყოველთვის ჩამორჩება ფასების ცვლილება დევალვაციას. მაგალითაც, უხეშად რომ ვთქვათ გვაქვს, სადღაც 20% წლიური, მედიკამენტების ფასების ზრდა 10-12% შეიძლება იყოს. გეთანხმებით, რომ 10-12%-იც არ არის ცოტა, მაგრამ არის მედიკამენტები, რომელზეც ფასი საერთოდ არ შეცვლილა. სტატისტიკა რაც გამოქვეყნდა საქსტატის მიერ არის გარკვეული ციფრები, ძირითადად მედიკამენტების გაძვირებას ადგილი ჰქონდა მარტი-აპრილში, შემდგომ იყო სტაბილური დონე. ახლა გვაქვს დოლარისა და ევროს მიმართ ეროვნული ვალურის გაუფასურება, ჯერ ამაზე რეაგირება არ ჰქონია", – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
 
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 32,15%-ით გაძვირდა. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების შემთხვევაში ფასები 12%-ით, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 10%-ით არის გაძვირებული. 12%-ით გაიზარდა ფასები თერმომეტრებზეც.

ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიები ფასების ზრდას ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებდნენ, თუმცა კონკრეტული კომპანიები საუბრობდნენ ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაზეც, რომელიც მსოფლიოში განვითარებული მოვლენებით იყო განპირობებული.